ბენიამინ ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპს ირანის წინააღმდეგ სანქციების გამო მადლობა გადაუხადა
ბენიამინ ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპს ირანის წინააღმდეგ სანქციების გამო მადლობა გადაუხადა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ირანის წინააღმდეგ სანქციების ხელახლა დაწესების გამო, მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრმა განცხადება მიკრობლოგ Twitter – ის საშუალებით გაავრცელა.

„დიდი მადლობა თქვენ ამ ისტორიული გადაწყვეტილებისთვის“,- წერს ისრაელის პრემიერი.

აშშ-მა ირანს 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით მოხსნილი სანქციები თავიდან დაუწესა. სანქციები ძალაში 5 ნოემბრიდან შევა და ირანის ზღვაოსნობას, ასევე ფინანსურ და ენერგეტიკულ სფეროებს შეეხება. რვა სახელმწიფოს გარდა, სანქციები სავარაუდოდ შეეხებათ იმ კომპანიებს, რომლებიც ირანული ნავთობის შესყიდვას და სასანქციო სიაში შესულ იურიდიულ პირებთან საქმიანობას არ შეწყვეტენ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ 12 მოთხოვნა დაასახელა, რომელიც ირანმა სანქციების მოხსნის სანაცვლოდ უნდა შეასრულოს.