ბენიამინ ნეთანიაჰუ – ნიუ იორკის მერი კრიმინალურ, ყალბ ბრალდებებს ეყრდნობა, ის ცდილობს, ერთი ჯგუფი მეორის წინააღმდეგ განაწყოს და სიძულვილსა და შიშს აღვივებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ნიუ იორკის მერს, ზოჰრან მამდანის აკრიტიკებს და მას ქალაქში სიძულვილის გაღვივებაში ადანაშაულებს.
მისივე თქმით, ნიუ იორკში მცხოვრები ზოგიერთი ებრაელი შიშის ქვეშ იმყოფება. თუმცა, ნეთანიაჰუს განცხადებით, ამის მიუხედავად, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად ნიუ იორკში ჩასვლას მაინც გეგმავს.
„ნიუ იორკის მერი კრიმინალურ, ყალბ ბრალდებებს ეყრდნობა. და შეხედეთ, რას აკეთებს: ის სიძულვილს აღვივებს. ის ყველა ნიუ იორკელის: ებრაელების, ქრისტიანების, მუსლიმების, ყველას მერი უნდა იყოს. თუმცა, ის ცდილობს, ერთი ჯგუფი მეორის წინააღმდეგ განაწყოს და სიძულვილსა და შიშს აღვივებს. ნიუ იორკში მცხოვრებ ებრაელ ამერიკელებს ვესაუბრები და ისინი ახლა შეშინებულები არიან. შემთხვევითობად არ მიმაჩნია, რომ მას შემდეგ, რაც მან ისრაელისა და ჩემს წინააღმდეგ სიძულვილის ენა გამოიყენა, მომდევნო დღეს ერთი ებრაელი სინაგოგიდან გამოსვლისას დაჭრეს. ვფიქრობ, შეძახილებით „ალაჰ აკბარ“ და თქვენ იცით, ეს რასაც ნიშნავს. ვფიქრობ, ეს სამარცხვინოა. ეს ყველაფერი ძალიან ცუდია ნიუ იორკისთვის და ძალიან ცუდია მშვიდობისთვის. მაგრამ ჩემი პასუხი ასეთია: ვაპირებ, ჩამოვიდე და გაერო-ს ტრიბუნიდან ვილაპარაკო სიმართლე ისრაელისა და ისრაელ-ამერიკული ალიანსის სახელით“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.