ბენიამინ ნეთანიაჰუ - მთავრობა არ დაუშვებს, რომ იერუსალიმში რადიკალებმა ძირი გამოუთხარონ სიმშვიდეს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - მთავრობა არ დაუშვებს, რომ იერუსალიმში რადიკალებმა ძირი გამოუთხარონ სიმშვიდეს

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, რომ მთავრობა არ დაუშვებს, რომ იერუსალიმში რადიკალებმა ძირი გამოუთხარონ სიმშვიდეს. ასე გამოეხმაურა ნეთანიაჰუ იერუსალიმში ორი დღის განმავლობაში მიმდინარე არეულობასა და შეტაკებებს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

დაპირისპირების მიზეზი ისრაელის ხელისუფლების მიერ პალესტინელი ოჯახების გასახლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაა.

არეულობა იერუსალიმში ისრაელის უზენაესი სასამართლოს მიერ დაგეგმილი სხდომის წინ დაიწყო, რომელზეც შეიხ ჯარას რაიონიდან 70 პალესტინელი ოჯახის გასახლების საკითხი უნდა განხილულიყო, თუმცა ისრაელის გენერალური პროკურორის მოთხოვნით, სხდომა 30 დღით გადაიდო.

ალ-აქსას მეჩეთთან და შეიხ ჯარას რაიონში შეტაკებების შედეგად, ორი დღის განმავლობაში 300-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

მომხდარის გამო შეშფოთება გამოთქვეს აშშ-მა, ევროკავშირმა, რუსეთმა და გაერო-მ. იორდანიამ დაგმო ისრაელის უსაფრთხოების ძალების მიერ მეჩეთთან მყოფი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ფაქტები და მომხდარს „ბარბაროსობა“ უწოდა. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, თურქეთმა, ტუნისმა, პაკისტანმა და ყატარმა ასევე გააკრიტიკეს ისრაელი.