ბენიამინ ნეთანიაჰუ - მედია ისრაელში საპროტესტო აქციებს არ აშუქებს, ის ცეცხლზე ნავთს ასხამს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - მედია ისრაელში საპროტესტო აქციებს არ აშუქებს, ის ცეცხლზე ნავთს ასხამს

ისრაელში ათასობით ადამიანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციაზე შეიკრიბა, მათ შორის იერუსალიმში, ნეთანიაჰუს სახლის წინ.

დემონსტრანტები ნეთანიაჰუს კორუფციასა და კორონავირუსზე არაეფექტურ რეაგირებაში სდებენ ბრალს.

თავად ნეთანიაჰუს თქმით, დემონსტრანტები და ადგილობრივი მედია ისრაელის დემოკრატიის შელახვას ცდილობენ.

„ამ დემონსტრანტების უკან მედია ისეა მობილიზებული, როგორც არასდროს. მედია საპროტესტო აქციებს არ აშუქებს, ის დემონსტრანტებთან ერთად დგას და ცეცხლზე ნავთს ასხამს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

„როიტერის“ ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყნის პრესა მის წინააღდეგ ჩრდილოეთ კორეისთვის დამახასიათებელი ერთგვაროვნებით არის განწყობილი.