ბენიამინ ნეთანიაჰუ - ხალხს არ სჯეროდა, რომ 20 ცოცხალ მძევალს გამოვიყვანდით, ჩვენი ჯარისკაცები ღაზაში შევიდნენ, „ჰამასს“ დანა ჩაარტყეს, ხოლო ტრამპმა მეორე მხრიდან დიპლომატიური დანა ჩაარტყა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დადებითად აფასებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის როლს ღაზიდან ისრაელელი მძევლების დაბრუნების პროცესში.
„ხალხს არ სჯეროდა, რომ 20 ცოცხალ მძევალს გამოვიყვანდით. პრეზიდენტ ტრამპის დახმარებით, ჩვენ გამოვიყვანეთ ისინი… ჩვენი ჯარისკაცები ღაზაში შევიდნენ, „ჰამასს“ დანა ჩაარტყეს, ხოლო პრეზიდენტმა ტრამპმა მეორე მხრიდან დიპლომატიური დანა ჩაარტყა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ, 20 ცოცხალი მძევლის გარდა, 28 გარდაცვლილი მძევლის ცხედარიც დააბრუნეს.
„არ არსებობს მძევალი ღაზაში. უზარმაზარი მიღწევაა ჩვენი ძალებისთვის, ჩვენი ჯარისკაცებისა და მეთაურებისთვის“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.