ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელს სამი მისია აქვს, „ჰამასის“, როგორც მმართველისა და სამხედრო ძალის ლიკვიდირება, ყველა მძევლის გათავისუფლება და იმის უზრუნველყოფა, რომ ღაზა აღარ შეუქმნის საფრთხეს ისრაელს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელს ღაზასთან დაკავშირებით სამი მისია აქვს. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
როგორც ნეთანიაჰუ განმარტავს, პირველი მისიაა „ჰამასის“, როგორც „მმართველისა და სამხედრო ძალის“ ლიკვიდირება ღაზაში;
„მეორე – ყველა მძევლის გათავისუფლება, ხოლო მესამე – იმის უზრუნველყოფა, რომ ღაზა აღარ შეუქმნის საფრთხეს ისრაელს“, – განმარტავს ნეთანიაჰუ.
„ჩვენ კარგად მივიწევთ წინ“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.