ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცე გადაწყვეტილებას და აშშ-ის არმიის გაბედულ ქმედებას ვენესუელაში
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცე გადაწყვეტილებას და აშშ-ის არმიის გაბედულ ქმედებას ვენესუელაში

ისრაელი მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცე გადაწყვეტილებას და აშშ-ის არმიის გაბედულ ქმედებას ვენესუელაში, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

„არსებობს გლობალური ბრძოლა ქვეყნებს, რომლებიც წარმოადგენენ თავისუფლებასა და პროგრესს და ძალადობრივ ქვეყნებს შორის, რომლებიც საფრთხეს უქმნიან მსოფლიო წესრიგს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ამასთან, ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელსა და აშშ-ს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომები აქვთ, მაგრამ მნიშვნელოვან საკითხებზე თანხმდებიან. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ის და ტრამპი არ დაუშვებენ ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების ინდუსტრიის აღდგენას.

„ჩვენ ნამდვილად არ დავუშვებთ, რომ ირანმა განაახლოს თავისი ბირთვული პროგრამა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.