ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჰააგის სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილება მიმართულია ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ, როგორ ბედავთ ისრაელის ჯარისკაცების შედარებას „ჰამასის“ მონსტრებთან?!
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჰააგის სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილება მიმართულია ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ, როგორ ბედავთ ისრაელის ჯარისკაცების შედარებას „ჰამასის“ მონსტრებთან?!

ეს არის აბსურდული და ყალბი გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ, – ასე გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის მიერ ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და „ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერის გაცემის მოთხოვნას.

„ეს არის მიმართული ისრაელის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, რომლებიც გმირულად იბრძვიან „ჰამასის“ ამაზრზენი მკვლელების წინააღმდეგ. როგორ ბედავთ ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცების შედარებას „ჰამასის“ მონსტრებთან?! როგორ ადარებთ „ჰამასს“, რომელმაც მოკლა, დაწვა, დახოცვა, გააუპატიურა და გაიტაცა ჩვენი ძმები და დები, ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებს, რომლებიც იბრძვიან სამართლიან ომში და რომლებიც უბადლოები არიან თავიანთი მორალით?!“ – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუ უარყოფს კარიმ ხანის შედარებას და მას „რეალობის სრულ დამახინჯებას“ უწოდებს. მისივე თქმით,  ეს არის „ახალი ანტისემიტიზმის“ მაგალითი, რომელიც კოლეჯების კამპუსებიდან ჰააგაში გადავიდა.