ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჩვენ მოვხსენით უშუალო საფრთხე ჩვენი არსებობისთვის, ორი მომაკვდინებელი საფრთხე ჩვენი გადარჩენისთვის
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ქვეყნის არსებობის წინააღმდეგ მიმართული უშუალო საფრთხეები აღმოფხვრილია.
„ჩვენ მოვხსენით უშუალო საფრთხე ჩვენი არსებობისთვის – ორი მომაკვდინებელი საფრთხე ჩვენი გადარჩენისთვის“, – აცხადებს ნეთანიაჰუ.
როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუ განმარტავს, ისრაელის მხარემ ძალიან კარგი სამუშაო გასწია მტრის უპირატესობის, მათი მიზნების ნეიტრალიზებისთვის და ძალიან წარმატებული იყო წინააღმდეგობაში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ახლა პრიორიტეტულია ღაზაში არსებული საკითხების მოგვარება.
„რასაკვირველია, ჩვენ ასევე უნდა მოვაგვაროთ ღაზის საკითხი, დავამარცხოთ „ჰამასი“, მაგრამ მჯერა, რომ ორივე მიზანს მივაღწევთ“, – აცხადებს ნეთანიაჰუ.
ცნობისთვის, როგორც მედია წერს, ამჟამად ღაზაში 50 მძევალი იმყოფება, ცოცხალი, სავარაუდოდ, 20 მათგანია.