ბენიამინ ნეთანიაჰუ - არა ისრაელი, არამედ „ჰამასია“, რომელიც მიზანმიმართულად აყენებს ზიანს მოსახლეობას და რომელიც პასუხისმგებელია ორმაგ სამხედრო დანაშაულზე
ბენიამინ ნეთანიაჰუ - არა ისრაელი, არამედ „ჰამასია“, რომელიც მიზანმიმართულად აყენებს ზიანს მოსახლეობას და რომელიც პასუხისმგებელია ორმაგ სამხედრო დანაშაულზე

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრიუდოს განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ამბობს, რომ ისრაელმა უნდა შეწყვიტოს ქალების, ბავშვებისა და ჩვილების მკვლელობა ღაზის სექტორში.

„ეს არ არის ისრაელი, რომელიც მიზანმიმართულად აყენებს ზიანს მოსახლეობას, არამედ „ჰამასია“, რომელმაც თავი მოჰკვეთა, დაწვა და ხოცავდა მშვიდობიან მოქალაქეებს, რაც ჰოლოკოსტის შემდეგ ებრაელებზე განხორციელებული ყველაზე საზარელი თავდასხმაა. ეს არის „ჰამასი“ და არა ისრაელი, რომელიც პასუხისმგებელია ორმაგი სამხედრო დანაშაულის ჩადენისთვის – მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დამიზნება მაშინ, როდესაც მშვიდობიანი მოსახლეობის უკან იმალება“, – წერს ნეთანიაჰუ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.