ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ საბერძნეთისა და კვიპროსის ლიდერებთან შეხვედრაზე თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

02:07, 23.12.2025

ისრაელის, კვიპროსისა და საბერძნეთის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს. შეხვედრა იერუსალიმში შედგა, რის შემდეგაც მხარეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, საბერძნეთთან და კვიპროსთან ერთად უსაფრთხოების თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდა.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა და კვიპროსის პრეზიდენტმა, ნიკოს ქრისტოდულიდესმა ხაზი გაუსვეს თანამშრომლობას კავშირგაბმულობის, ენერგეტიკისა და უსაფრთხოების სფეროებში.

ნეთანიაჰუმ ასევე განაცხადა, რომ სამი ქვეყანა აპირებს, განავითაროს ინდოეთ-ახლო აღმოსავლეთ-ევროპის ეკონომიკური დერეფანი, ინიციატივა, რომელიც ინდოეთს ევროპასთან საზღვაო და სარკინიგზო გზით ახლო აღმოსავლეთის მეშვეობით დააკავშირებს.

ჟურნალისტმა ნეთანიაჰუს პრესკონფერენციაზე ასევე ჰკითხა ირანთან დაკავშირებით, რაზეც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ როგორც მათთვისაა ცნობილი, ირანი ატარებს სწავლებებს, რაზეც ისრაელმა ირანს გაფრთხილება უკვე მისცა.

მსგავსი