ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მძევლების გათავისუფლება ახალი გზის დასაწყისი იქნება
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მძევლების გათავისუფლება ახალი გზის დასაწყისი იქნება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მძევლების გათავისუფლება ისტორიული მოვლენა და ახალი გზის დასაწყისი იქნება.

ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელში „უამრავი დავა და უთანხმოება“ არსებობს, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ ამ დღეს და მომავალშიც ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ, გვერდზე გადადონ ეს განსხვავებები.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, სამხედრო კამპანია ჯერ არ დასრულებულა და ქვეყანას „ძალიან დიდი გამოწვევები“ ელოდება.

„ჩვენ კვლავ სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ჩვენი ზოგიერთი მტერი ცდილობს საკუთარი ძალების აღდგენას და ჩვენზე თავდასხმას. ჩვენ ამას ვაკონტროლებთ. ჩვენ გადავლახავთ სირთულეებს და გამოვიყენებთ შესაძლებლობებს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ცნობისთვის, ისრაელის მხარის ინფორმაციით, ღაზაში მყოფი მძევლებისა და პალესტინელი პატიმრების გაცვლა 13 ოქტომბერსაა დაგეგმილი.