ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელმა ირანის უდიდესი ნავთობქიმიური ქარხანა გაანადგურა
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელმა ირანის უდიდესი ნავთობქიმიური ქარხანა გაანადგურა

ისრაელმა ირანის უდიდესი ნავთობქიმიური ქარხანა გაანადგურა, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

„ჩვენ სისტემატურად ვანგრევთ „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ფულის მანქანას“, – წერს ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელში.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში აღნიშნულია, რომ იერიში მიიტანეს ირანის ორ უდიდეს ნავთობქიმიურ კომპლექსზე, რამაც მისი ნავთობქიმიური ექსპორტის 85 პროცენტზე მეტი გამოუსადეგარი გახადა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ასალუიეში მდებარე ობიექტი გამოიყენებოდა, როგორც „ირანის რეჟიმის სარაკეტო ინდუსტრიისთვის აუცილებელი კომპონენტების“ დასამზადებელი ცენტრი.