ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ „ჰამასი“ შესაძლოა, არ დათანხმდეს მძევლების გათავისუფლებას, თუმცა შემდეგ ისრაელი იმოქმედებს
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ „ჰამასი“ შესაძლოა, არ დათანხმდეს მძევლების გათავისუფლებას, თუმცა შემდეგ ისრაელი იმოქმედებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ „ჰამასი“ შესაძლოა, არ დათანხმდეს მძევლების გათავისუფლებას, თუმცა შემდეგ ისრაელი იმოქმედებს.

„თუ ეს არ მოხდება, პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ის სრულად დაუჭერს მხარს ისრაელს „ჰამასის“ წინააღმდეგ ძალისმიერი ქმედებების განხორციელებაში. იმედი ვიქონიოთ, რომ ამას მარტივი გზით დავასრულებთ და არა რთული გზით. ახლა პასუხისმგებლობა „ჰამასზეა““, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ნეთანიაჰუს თქმით, ევროპა არ იყო ჩართული მძევლების გათავისუფლებისა და ღაზაში ომის დასრულების მცდელობებთან დაკავშირებით.

ამასთან, როგორც „თაიმს ოფ ისრაელი“ წერს, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ოფიციალურად დაავალა თავის გუნდს, მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებისთვის ეგვიპტეში გაემგზავროს.