ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ გადაწყვიტა, ტაიმაუტი აიღოს და შეეცადოს, ბალანსს მიაღწიოს ურთიერთსაწინააღდმეგო მოსაზრებებს შორის, რომლებიც სასამართლო რეფორმის მიმართ არსებობს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ დაუყოვნებლივ არ განაახლებს სადავო სასამართლო რეფორმას, რომელიც ისრაელში საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა. მისივე თქმით, გადაწყვიტა, ტაიმაუტი აიღოს და შეეცადოს, ბალანსს მიაღწიოს ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებს შორის, რომლებიც ამ რეფორმის მიმართ საზოგადოებაში არსებობს. „პოლიტიკოს“ ცნობით, ეს განცხადება ნეთანიაჰუმ ამერიკულ ტელეკომპანია „ენბისისთან“ ინტერვიუში გააკეთა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ კონსენსუსის მიღწევა მოხერხდება.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ნეთანიაჰუს მიერ ინიცირებული რეფორმა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას ზღუდავს. რეფორმის წინააღმდეგ აპრილის თვეში ისრაელში არაერთი მრავალრიცხოვანი აქცია და გაფიცვა გაიმართა. შედეგად, მთავრობამ რეფორმა დროებით შეაჩერა. მისი განხილვა მაისში უნდა განახლდეს.
ისრაელის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მათ მიერ ინიცირებული ცვლილებები ხელისუფლების შტოების ძალაუფლების დაბალანსებას ემსახურება.