„ბენფიკასთან“ დაშავებული კაჭარავა, სავარაუდოდ, მძიმე ტრავმას გადაურჩა
„ბენფიკასთან“ დაშავებული კაჭარავა, სავარაუდოდ, მძიმე ტრავმას გადაურჩა

საქართველოს ნაკრების ტრავმირებულ მოთამაშეთა სიას, სამწუხაროდ, კიდევ ერთი შეემატა – ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩში, ნიკა კაჭარავა ლისაბონში „ბენფიკასთან“ დაშავდა.

ევროპალიგის D ჯგუფის შეხვედრა პოზნანისლეხმა“ „ბენფიკასთან“ 0:4 წააგო. ნიკა კაჭარავა სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო, მე-2 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, შესვენებამდე კი დაშავდა. ის დიდხანს ცდილობდა ტკივილთან გამკლავებას, მაგრამ 42-ე წუთზე იძულებით შეცვალეს.

ნიკა კაჭარავა ნიკოლას ოტამენდისთან ორთაბრძოლის დროს დაშავდა. არგენტინის ნაკრების გამოცდილმა 32 წლის მცველმა ქართველი თავდამსხმელი ორივე ფეხებით მოცელა, რაც ნიკასთვის ცუდად დასრულდა.

როგორც პოლონური მედია იუწყებოდა, ქართველმა ფორვარდმა მყესი გაიწყვიტა და წინასწარი ვარაუდით, ფეხბურთი რამდენიმე თვე ვეღარ უნდა ეთამაშა. თუმცა, ეს მართალი არ აღმოჩნდა. ფეხბურთელის მამის, საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის, კახა კაჭარავას თქმით, ასეთი ტრავმის დროს, ყველაზე იოლი დაზიანებით გადარჩა – ნიკას მხოლოდ მყესების მძიმე დაჭიმულობა აღმოაჩნდა და არა – მოტეხილობა.

დიდი ალბათობით, ნიკა კაჭარავას სამკურნალოდ თვე-თვენახევარი დასჭირდება და ამის შემდეგ დაუბრუნდება მინდორს.