„ბენფიკაში“ კორონოვირუსის 17 შემთხვევაა

17:07, 19.01.2021

პორტუგალიურმა გრანდმა „ბენფიკამ“ კლუბში კორონავირუსის აფეთქების შესახებ გამოაცხადა. ინფიცირებულთა ვინაობა არ სახელდება.

„ტესტების მსვლელობისას, რომელიც ორშაბათს სეიშალზე ჩატარდა, პერსონალს, ტექნიკურ ჯგუფსა და მოთამაშეებს შორის კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა“, – წერია კლუბის განცხადებაში.

ახლა, ლისაბონური კლუბი ელოდება გადაწყვეტილებას უახლოეს 14 დღეში ტურნირებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

პორტუგალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში „ბენფიკა“ 14 ტურის შემდეგ მესამე ადგილზეა. 24 იანვარს, გუნდს მე-15 ტურის შეხვედრა ელოდება „ნასიონალის“ წინააღმდეგ.

მსგავსი