„ბენფიკას“ პრეზიდენტი თაღლითობაშია ეჭვმიტანილი
„ბენფიკას“ პრეზიდენტი თაღლითობაშია ეჭვმიტანილი

„ბენფიკას“ პრეზიდენტი და კომპანია, რომელიც კლუბს მართავს და სტადიონის მფლობელია, პორტუგალიის სასამართლომ თაღლითობაში დაადანაშაულა.

„პრეზიდენტი ლუიშ ფილიპე ვიეირა და ორი კომპანია ეჭვმიტანილია საგადასახადო ორგანოებისთვის ზარალის მიყენებაში. ზარალის ოდენობა 600 ათასი ევროს უტოლდება, საქმე კი 2016-17 წლებით თარიღდება“, – წერია „ბენფიკას“ პრეს-რელიზში.

პრესის ცნობით, ბრალდება უკავშირდება გარკვეული კომპანიებისთვის თანხის გადარიცხვას იმ საქმისთვის, რაც, სინამდვილეში არ შესრულებულა.