„ბენფიკამ“ ვერტონგენის გაფორმების შესახებ გამოაცხადა
„ბენფიკამ“ ვერტონგენის გაფორმების შესახებ გამოაცხადა

„ტოტენჰემის“ ყოფილი მცველი იან ვერტონგენი კარიერას პორტუგალიაში გააგრძელებს. ბელგიელმა ფეხბურთელმა „ბენფიკასთან“ გააფორმა კონტრაქტი. ამის შესახებ ლისაბონური კლუბის პრესსსამახურმა გამოაცხადა. ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

ვერტონგენი „ტოტენჰემში“ 2012 წელს გადავიდა. 33 წლის ფეხბურთელს ამ ზაფხულს ამოეწურა კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან და მხარეებმა ის აღარ გააგრძელეს.

„ტოტენჰემის“ რიგებში ვერტონგენმა 315 მატჩი ჩაატარა, ინგლისის ვიცე-ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.

დატოვე კომენტარი