„ბენფიკამ“ თავის ისტორიაში სარეკორდო ტრანსფერი გააფორმა
„ბენფიკამ“ თავის ისტორიაში სარეკორდო ტრანსფერი გააფორმა

„ბენფიკამ“ გამოაცხადა ესპანური „ალმერიადან“ ურუგვაელი დარვინ ნუნიესის ტრანსფერის შესახებ. ლისაბონურმა კლუბმა 21 წლის ფეხბურთელთან 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი.

პორტუგალიელებს ეს გარიგება 24 მილიონი ევრო დაუჯდათ, რაც კლუბის ისტორიაში სარეკორდო სატრანსფერო თანხაა. ამასთან, ეს არის ასევე სარეკორდო ტრანსფერი ესპანეთის მეორე დივიზიონის ისტორიაში.

„ალმერიამ“ ფორვარდი ურუგვაული „პენიაროლიდან“ 2019 წლის ზაფხულში 8.5 მილიონ ევროდ შეიძინა.

გასულ სეზონში ნუნიესმა სეგუნდას 30 მატჩში 16 გოლი გაიტანა.