„ბენფიკამ“ ოფიციალურად დაადასტურა „ლივერპულში“ ნუნიესის ტრანსფერი #1TVSPORT
„ბენფიკამ“ ოფიციალურად დაადასტურა „ლივერპულში“ ნუნიესის ტრანსფერი #1TVSPORT

ლისაბონის „ბენფიკას“ პრესსამსახურმა დაადასტურა 22 წლის ფორვარდის დარვინ ნუნიესის „ლივერპულში“ ტრანსფერი.

„კვირას „ბენფიკამ“ აცნობა შესაბამის კომისიას „ლივერპულისთვის“ 75 მილიონ ევროდ დარვინ ნუნიესზე ყველა უფლების მიყიდვის შესახებ. შეთანხმება ითვალისწინებს დამატებითი ანაზღაურების გადახდას, ამიტომაც გარიგების საერთო თანხამ შეიძლება 100 მილიონი ევრო შეადგინოს“, – წერია ლისაბონელთა განცხადებაში.

გასულ სეზონში ნუნიესმა „ბენფიკას“ რიგებში 41 მატჩი ჩაატარა, 34 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.