„ბენფიკამ“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა
„ბენფიკამ“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა

ლისაბონის „ბენფიკამ“ გადაწყვიტა, გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ბრუნო ლაჟესთან თანამშრომლობა დაასრულოს .

მწვრთნელთან გამოთხოვება გადაწყდა მას შემდეგ, რაც ორშაბათს, „ბენფიკამ“ „მარიტიმუსთან“ 0:2 წააგო და ლიდერ „პორტუს“ ექვსი ქულით ჩამორჩა.

„ამჟამად, კლუბი მოლაპარაკებებს აწარმოებს მწვრთნელ ბრუნო ლაჟესთან კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე“, – წერია „ბენფიკას“ განცხადებაში.

ლაჟე ლისაბონურ კლუბს 2019 წლის იანვრიდან ავარჯიშებს და მასთან ერთად გასულ სეზონში ჩემპიონის ტიტული მოიგო. გასული წლის აგვისტოში, მან აგრეთვე, პორტუგალიის სუპერთასიც მოიპოვა.