„ბენფიკამ“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა და მოურინიოსთან აწარმოებს მოლაპარაკებებს #1TVSPORT

07:50, 17.09.2025
Garabagh's Ukrainian midfielder #21 Oleksii Kashchuk (R) celebrates after scoring a goal during the UEFA Champions League first round day 1 football match between SL Benfica and Garabagh at the Luz stadium in Lisbon on September 16, 2025. (Photo by FILIPE AMORIM / AFP) (Photo by FILIPE AMORIM/AFP via Getty Images)

ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებელი სტარტის შემდეგ ლისაბონის „ბენფიკამ“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა ბრუნო ლაჟე. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა კლუბის პრეზიდენტმა, რუი კოშტამ.

„სამწუხაროდ, მომენტი დადგა და ჩვენ გვესმის, რომ მწვრთნელის შეცვლის დროა. რაც შეეხება შემდეგ მწვრთნელს… ველოდებით, რომ ის შაბათამდე დაინიშნება. ეს მძიმე და რთული კვირაა ყველა ჩვენგანისთვის და „ბენფიკას“ ყველა გულშემატკივრისთვის. ამ კვირამ თავისი კვალი დატოვა“, – განაცხადა რუი კოშტამ.

„ბენფიკამ“ ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის პირველ ტურში შინ წააგო „ყარაბახთან“ 2:3.

გამოცემა Metro-ს ინფორმაციით, „ბენფიკას“ მომდევნო მთავარი მწვრთნელი შეიძლება გახდეს ჟოზე მოურინიო. აღნიშნავენ, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს კლუბის ხელმძღვანელობასთან.

მსგავსი