„ბენფიკა“ ბუფონის გაფორმებას აპირებს
„ბენფიკა“ ბუფონის გაფორმებას აპირებს

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა, შესაძლოა, კარიერა „ბენფიკაში“ გააგრძელოს. დღეისთვის პორტუგალიური გრანდი განიხილავს 43 წლის ლეგენდარულ ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმების შესაძლებლობას. ამის შესახებ დაწერა პრესტიჟულმა პორტუგალიურმა გამოცემა A Bola-მ.

მაისში ბუფონმა განაცხადა, რომ სეზონის შემდეგ აღარ გააგრძელებდა კონტრაქტს „იუვენტუსთან“.