„ბენფიკა“ არიენ რობენისთვის იბრძოლებს
„ბენფიკა“ არიენ რობენისთვის იბრძოლებს

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა არიენ რობენმა, შესაძლოა, კარიერა პორტუგალიაში გააგრძელოს.

როგორც გაზეთი „ბილდი“ (Bild) წერს, 35 წლის ჰოლანდიელთან მოლაპარაკებებს „ბენფიკა“ აწარმოებს. შეგახსენებთ, რომ ამ სეზონის შემდეგ, რობენი „ბაიერნს“ დატოვებს და თავისუფალი აგენტი გახდება.

წყაროს ცნობით, ლისაბონელებს კონკურენციას ჰოლანდიური კლუბები – „აიაქსი“, „ეინდჰოვენი“ და „გრონინგენი“ გაუწევენ, სადაც რობენი პროფესიულ კარიერას იწყებდა.