„ბენევენტო“ სერია ა-ში დაბრუნდა
„ბენევენტო“ სერია ა-ში დაბრუნდა

იტალიის სერია ბ-ში 31-ე ტური გაიმართა, სადაც „ ბენევენტომ“ ანგარიშით 1:0 „იუვე სტაბია“ დაამარცხა და ამ გამარჯვებით სერია ა-ს საგზური ოფიციალურად მოიპოვა.

სამხრეთ იტალიურ გუნდს უახლოეს მდევართან 24 ქულა აშორებს, მათ წლევანდელი სეზონი შესანიშნავად ჩაატარეს. კლუბს მსოფლიო ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავი, იტალიელი ფილიპო ინძაგი წვრთნის.

შეგახსენებთ, რომ „ ბენევენტო“ 2019 წელს გავარდა იტალიის უმაღლესი დივიზიონიდან.