ბენეილ დარიუშმა დიეგო ფერეირა მეორედ დაამარცხა - ამ და სხვა ბრძოლების შედეგები
ბენეილ დარიუშმა დიეგო ფერეირა მეორედ დაამარცხა - ამ და სხვა ბრძოლების შედეგები

ლას ვეგასში რამდენიმე საათის წინ დასრულდა UFC-ის მორიგი ქარდი (Vegas 18). შერეული ორთაბრძოლების მოყვარულებმა საინტერესო ბრძოლები იხილეს.

ალექსანდერ ვოლკოვმა ალისტერ ოვერიმი ტექნიკუტი ნოკაუტით დაამარცხა (2 რაუნდი, 2:06 წუთი)

კორი სანდჰაგენმა მუხლის ეფექტური დარტყმით გაუშვა ნოკაუტში ფრენკი ედგარი (1 რაუნდი, 0:28 წუთი)

კლეი გუიდამ მაიკლ ჯონსონს მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სძლია (30-27, 30-27 და 30-27)

ალექსანდერ პანტოიამ მანელ კაპეს, ასევე, მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით მოუგო.

ბენეილ დარიუშმა დეიგო ფერეირა მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა (28-29, 29-28 და 29-28)

დანილო მარკესმა მაიკ როდრიგეზს მომგუდავი ილეთით მოუგო.

დევონტე სმიტმა ჯასტინ ჯეინსს ტექნიკური ნოკაუტით სძლია (2 რაუნდი, 3:38 წუთი)

კეროლ როსამ ჟოსელინ ედვარდსთან ბრძოლაში მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით გაიმარჯვა (30-27, 30-27 და 30-27)

ლარა პროკოპიომ მოლი მაკკენი, ასევე, მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა (29-27, 29-28 და 30-27)

ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობმა იუსეფ ზალალმა სეუნგვუ ჩოისთან წააგო (29-28, 29-28 და 30-27)

ტიმურ ალიევმა მარტინ დეი დამაჯერებლად დაამარცხა (30-25, 30-25 და 30-26)

ოდე ოსბორნმა ჯერომ რივერას ნოკაუტით სძლია (1 რაუნდი, 0:26 წუთი)