ბენჟამინ პავარი „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრას გამოტოვებს #1TVSPORT
ფრანგი მცველი ბენჟამინ პავარი „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრას გამოტოვებს, – ინფორმაციას „სკაი სპორტი“ ავრცელებს.
პავარმა დაზიანება იტალიის სერია A-შ შეხვედრაში ორი კვირის წინ მიიღო. მან დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა, თუმცა კოჭის არეში კვლავ დისკომფორტი იგრძნო.
უკეთესი ვითარებაა ლაუტარო მარტინესთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, არგენტინელი თავდამსხმელი, რომელმაც გუნდებს შორის პირველი მატჩის დროს ტრავმა მიიღო, მომჯობინებას მოასწრებს და „ბარსელონასთან“ მოედანზე პირველივე წუთიდან იქნება.
შეგახსენებთ, რომ „ინტერსა“ და „ბარსელონას“ შორის ესპანეთში ჩატარებული შეხვედრა ფრედ, 3:3 დასრულდა.