ბენჟამენ პავარი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს
ბენჟამენ პავარი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს

ცნობილი გახდა მიუნხენის „ბაიერნის“ მარჯვენა მცველ ბენჟამენ პავარის აღდგენის ვადები.

რამდენიმე გერმანული წყაროს ცნობით, ფრანგი ფეხბურთელი, რომელმაც მარჯვენა კოჭის ტრავმა ვარჯიშზე მიიღო, დაახლოებით ექვსი კვირით გამოვიდა მწყობრიდან.

როგორც იტყობინებიან, 24 წლის ფეხბურთელი აგვისტოში მთლიანად გამოტოვებს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფს.

„ბაიერნმა“ 8 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალი უნდა ითამაშოს „ჩელსის“ წინააღმდეგ. პირველი მატჩი ლონდონში მიუნხენელებმა 3:0 მოიგეს.