ბენჟამენ მენდის ბრალი დაუმძიმდა #1TVSPORT
ბენჟამენ მენდის ბრალი დაუმძიმდა #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ მცველს ბენჟამენ მენდის ორი ახალი ბრალდება წარუდგინეს გაუპატიურებაზე.

როგორც გაზეთი Daily Mail იტყობინება, ახლა ფრანგ ფეხბურთელს გაუპატიურებაში ექვსი პუნქტით ედება ბრალი, აგრეთვე, ერთი პუნქტით – სექსუალურ შევიწროებაში. ლაპარაკია 2020 ოქტომბრიდან 2021 წლის აგვისტომდე პერიოდზე.

აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის პროკურატურამ პირველად წაუყენა ბრალი მენდის გაუპატიურობაზე და მას შემდეგ ფეხბურთელის მდგომარეობა მძიმდება.

თავად 27 წლის ფეხბურთელი ყველა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ გამოძიების დასრულებამდე გამოიყვანა შემადგენლობიდან ფეხბურთელი.