„ბენდელას თასის“ გათამაშება „ლოკომოტივის“ გამარჯვებით დასრულდა. 34-ე საერთაშორისო ტურნირის ფინალში თბილისურმა გუნდმა ყაზახური „კაირატი“ 1:0 დაამარცხა.
წლევანდელ ტურნირზე 16 გუნდი 4 ქვეჯგუფში გადანაწილდა, მრავლად იყვნენ რეგიონის გუნდები – „სამტრედია“, „ბაია“ (ზუგდიდი), „გორი“, ფოთის „კოლხეთი“, გურჯაანის „ალაზანი“, „ერთობა“ (ჩხოროწყუ), ბათუმის „დინამო“. ტურნირზე იასპარეზეს ყაზახურმა გუნდებმა – ალმაატას „კაირატმა“ და კოსტანაის „დიუშიმ“.
დიდი რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილი თბილისური კლუბებიც – „დინამო“, „ლოკომოტივი“, „ინტერი“, „იბერია“, „საბურთალო – დიდი დიღომი“. წელს სიახლე იყო ის, რომ პრიზიორებისთვის ზაზა ბენდელინის გამოსახულებიანი მედლები და პრიზები დამზადდა.
ფინალამდე გაიმართა მესამე ადგილისთვის მატჩი, რომელშიც „ინტერმა“ „სამტრედიას“ 5:1 სძლია. საუკეთესო ფეხბურთელები და პრიზიორი გუნდები ზაზა ბენდელიანის ოჯახის წევრებმა და მისმა მეგობრებმა დააჯილდოვეს.
საუკეთესო მეკარე
ნიკოლოზ ჩიხლაძე (ლოკომოტივი)
საუკეთესო მცველი
ტემირლან ჰალმირატოვი (კაირატი)
საუკეთესო ნახევარმცველი
ერდოს ბალტაბაი (კაირატი)
საუკეთესო თავდამსხმელი
მუჰამედ მურტაზალიევი (კაირატი)
ტურნირის აღმოჩენა
გაბრიელ გოგელაშვილი (ინტერი)
ტექნიკური ფეხბურთელი
ნიკოლოზ ბაღანაშვილი (ლოკომოტივი)
ქართლოს ჭუმბურიძის სახელობის პრიზი
ანდრია წოწელიას (სამტრედია)
საუკეთესო მწვრთნელი
ლაშა კვარაცხელია (ლოკომოტივი)
საუკეთესო ფეხბურთელი
საბა სუჯაშვილი (ლოკომოტივი)