„ბენდელას თასი“ თბილისის „დინამომ“ მოიპოვა
„ბენდელას თასი“ თბილისის „დინამომ“ მოიპოვა

თბილისის „დინამო“ „ბენდელას თასის“ მფლობელია. ფეხბურთში ზამთრის შესვენების ყველაზე პრესტიჟული გათამაშების ფინალში „დინამო“ „საბურთალოს“ დაუპირისპირდა.

გადამწყვეტი მატჩი „დინამოს“ უპირატესობით წარიმართა, მეტოქე 4:1 დაამარცხა და 28-ე გათამაშების გამარჯვებული გახდა – 3 გოლი ლუკა შაშიაშვილმა გაიტანა. ის მაყურებლის სიმპათიის პრიზის მფლობელი გახდა, ხოლო ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ასევე “დინამოელი” ლექსო ფეიქრიშილი დაასახელეს.

საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” ორგანიზებული ტურნირი აფზახეთში გმირულად გარდაცვლილი ფეხბურთელის, ზაზა ბენდელიანის ხსოვნას ეძღვნება – წელს “ბენდელას თასი” 28-ედ ჩატარდა და ირანისა და აზერბაიჯანის საფეხბურთო გუნდებიც მონაწილეობდნენ.

“ამ ტურნირის დანიშნულება ფეხბურთის პოპულარიზაცია და ბავშვთა ფეხბურთის ხელშეწყობაა. წლებია, “ბენდელას თასი” იმართება და ბევრ ცნობილი ფეხბურთელს უთამაშია. იმედი მაქვს, რომ ახლანდელ მონაწილეებშიც იქნებიან ისეთი ბავშვები, რომლებიც მომავალში საქართველოს ნაკრების ფორმას მოირგებენ ” – ამბობს „ბენდელას“ თასის ორგანიზატორი ტარიელ ხეჩიკაშილი.