დასრულდა იტალიის საელჩოს თასის გათამაშება, რომელიც ერთდღიანი მინი ტურნირი იყო და „ბენდელას“ სტადიონზე გაიმართა.
ტურნირი იტალიის საელჩოსა და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით ჩატარდა.
იტალიის საელჩოს თასის გათამაშებაში ოთხი გუნდი ასპარეზობდა, გამარჯვებული, კი „საბურთალოს“ 2012 წლიანების გუნდი გახდა. ნახევარფინალში თბილისური გუნდის აკადემიამ „გრანდი“ 6:4 დაამარცხა, ფინალში კი „ლოკომოტივს“ 3:1 აჯობა. ჰეთ-თრიქი ნიკოლოზ ხარაიშვილმა მიითვალა.
გამარჯვებულ გუნდს სპეციალური მაისურები და თასი გადაეცა. პრიზები და საჩუქრები ასევე მიიღეს სხვა გუნდებმა და გამორჩეულმა ფეხბურთელებმა.
ტურნირის მონაწილეები დააჯილდოვეს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ამავე ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტმა შალვა გოგოლაძემ და „საბურთალოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ.