ბენ სიმონსის აზრით, კავაი ლეონარდზე დაცვითი თამაში მის შემტევ პოტენციალს ამცირებს [ვიდეო]
ბენ სიმონსის აზრით, კავაი ლეონარდზე დაცვითი თამაში მის შემტევ პოტენციალს ამცირებს [ვიდეო]

ბენ სიმონსის თამაშს „ტორონტოსთან“ სერიაში წარმატებულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ფილადელფიას გამთამაშებელი „რეპტორსთან“ ხუთ მატჩში საშუალოდ 9.4 ქულას და 4.6 მოხსნას აგროვებს. ​რეგულარულში მისი საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელი 16.9 ქულა და 7.7 პასია.

ტურნერ სპორტის“ (Turner Sports) ჟურნალისტმა როსალინ გოლდ-ონვუდმა თავდასხმაში თამაშის შესახებ ბენ სიმონსს შეკითხვა დაუსვა. თავად კალათბურთელი აღნიშნავს, რომ საკმარისად პროდუქტიული არ არის რადგან ლავაი ლეონარდზე დაცვითი თამაში მას დიდ დროს ართმევს.

„ზოგჯერ იმდენად კონცენტრირებული ვარ კავაის დაცვაზე, რომ თავდასხმაში პროდუქტიულობა იკლებს“, – განაცხადა სიმონსმა.