ბენ ჯეიკობსის ინფორმაციით, ფოლარინ ბალოგუნისთვის წითელი ბარათის გაუქმებაში თეთრი სახლი ჩაერია #1TVSPORT
აშშ-ის ეროვნული ნაკრებისა და „მონაკოს“ თავდამსხმელი ფოლარინ ბალოგუნი მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ბელგიის წინააღმდეგ თამაშს შეძლებს. ფეხბურთელს, რომელმაც 1/16-ფინალში ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მოგებულ მატჩში (2:0) ტარიკ მუჰარემოვიჩის წინააღმდეგ უხეშობის გამო წითელი ბარათი მიიღო, ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია ერთწლიანი გამოსაცდელი ვადით შეეცვალა.
როგორც ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი წერს, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უშუალოდ დაუკავშირდა ფიფა-ს და მის ხელმძღვანელს, ჯანი ინფანტინოს, რათა ბალოგუნის წითელი ბარათისა და შესაბამისი სასჯელის გადახედვაზე გავლენა მოეხდინა.
„თეთრი სახლი უშუალოდ ფიფა-ს დაუკავშირდა და ჯანი ინფანტინოს ფოლარინ ბალოგუნის წითელი ბარათის გადახედვა სთხოვა.
ფიფა-ს კომენტარისთვის მიმართეს, ორგანიზაციაში კი დამოუკიდებელი კომიტეტის დასკვნებზე მიუთითეს.
ფიფა-ს წყაროები ამტკიცებენ, რომ 27-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებისა და სადისციპლინო კომისიის დამოუკიდებლობის გამო თეთრი სახლი მიღებულ გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენდა“, – წერს ბენ ჯეიკობსი.
ფოლარინ ბალოგუნისთვის დისკვალიფიკაციის გაუქმებას ასევე გამოეხმაურა დონალდ ტრამპი: „მადლობა ფიფა-ს სწორი ნაბიჯისთვის და დიდი უსამართლობის გამოსწორებისთვის“.
მერვედფინალური ეტაპის მატჩი აშშ-სა და ბელგიას შორის 7 ივლისს, თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება. რაც შეეხება ბალოგუნს, მიმდინარე მუნდიალზე მის ანგარიშზე 3 გოლია და თავისი ქვეყნის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია.
🚨 Exclusive: The White House made a direct call to FIFA to ask Gianni Infantino to review Folarin Balogun’s red card.
FIFA approached for comment and referred to the findings of its independent committee.
FIFA sources insist White House influence could not affect the decision… pic.twitter.com/Rl97b1wm4X
— Ben Jacobs (@JacobsBen) July 5, 2026