ბელინგემის უმცროსი ძმა შეიძლება „რეალში“ ან „დორტმუნდში“ გადავიდეს #1TVSPORT
„სანდერლენდის“ 19 წლის ნახევარმცველი ჯობ ბელინგემი ინტერესის ობიექტი გახდა მადრიდის „რეალისა“ და „დორტმუნდის“ მხრიდან. ამის შესახებ დაწერა გამოცემა TBR Football-მა.
წყაროს ცნობით, ეს კლუბები დიდი ხანია აკვირდებიან უმცროსი ბელინგემის განვითარებას. მადრიდის „რეალში“ თამაშობს ჯობის ძმა ჯუდ ბელინგემი, რომლის წინა კლუბი იყო „დორტმუნდი“.
უმცროსმა ბელინგემმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 17 მატჩი ჩაატარა და ოთხ-ოთხი გოლი და შედეგიანი გადაცემა მიითვალა.