ბელინგემი ზაფხულში „რეალში“ გადავა #1TVSPORT
ბელინგემი ზაფხულში „რეალში“ გადავა #1TVSPORT

მადრიდის „რეალი“ ახლოს არის დორტმუნდის „ბორუსიიდან“ ინგლისელი ნახევარმცველის ჯუდ ბელინგემის ტრანსფერთან, – ამტკიცებს გაზეთი Marca.

ამ ფეხბურთელისთვის ბრძოლაში თავიდან „რეალი“, „მანჩესტერ სიტი“ და „ლივერპული“ მონაწილეობდნენ, მაგრამ ახლა მადრიდულ კლუბს კონკურენტი აღარ დარჩა, რადგან თავად ბელინგემმა მიიღო „რეალში“ თამაშის გადაწყვეტილება.

წერენ, რომ ინგლისელი ამ ზაფხულს გადავა „რეალში“ და მასთან 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმებს კონტრაქტს. დღეისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები კლუბებს შორის ტრანსფერის თანხაზე. გერმანული გაზეთის, „ბილდის“ ინფორმაციით, დორტმუნდის „ბორუსია“ თავის ფეხბურთელში 140 მილიონ ევროს ითხოვს, „რეალი“ კი ცდილობს, ეს თანხა 100-120 მილიონ ევრომდე დააგდებინოს.