ბელინგემი ოპერაციას გაიკეთებს და სამ თვეს გამოტოვებს #1TVSPORT
ბელინგემი ოპერაციას გაიკეთებს და სამ თვეს გამოტოვებს #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მხარზე ოპერაციას ჩაიტარებს. ინგლისელ ფეხბურთელს ეს დაზიანება 2023 წლის ნოემბრიდან აწუხებს და დღემდე სპეციალური სახვევით თამაშობს.

როგორც გამოცემა The Athletic-ი წერს, ქირურგიული ჩარევა დაგეგმილია საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, რომელიც 15 ივნისიდან 13 ივლისამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება. ჯგუფურ ეტაპზე „რეალი“ „ალ-ჰილალთან“, „პაჩუკასა“ და „ზალცბურგთან“ ითამაშებს.

წყაროს ცნობით, ოპერაციის შემდეგ აღდგენის პროცესი დაახლოებით სამ თვეს დაიკავებს. ასე რომ, ბელინგემი, დიდი ალბათობით, გამოტოვებს ლა ლიგის მომდევნო სეზონის სტარტს.

ამ სეზონში ჯუდ ბელინგემმა ყველა ტურნირზე 50 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 13 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.