ბელინგემი ლა ლიგის შარშანდელი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT
ბელინგემი ლა ლიგის შარშანდელი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT

ჯუდ ბელინგემი ლა ლიგის 2023-24 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს მოთამაშეთა ვერსიით.

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა პრიზი ესპანეთის ფეხბურთელთა ასოციაციისგან (AFE) მიიღო.

ესპანეთის შარშანდელ ჩემპიონატში ინგლისელმა ფეხბურთელმა 28 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ეს მისი სადებიუტო სეზონი იყო ლა ლიგაში.