ბელინგემი ცდილობს, ჰალანდი „რეალში“ გადასვლაზე დაითანხმოს #1TVSPORT
ბელინგემი ცდილობს, ჰალანდი „რეალში“ გადასვლაზე დაითანხმოს #1TVSPORT

ესპანური რადიო Cadena SER-ის ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავი ჯუდ ბელინგემი ცდილობს, დაეხმაროს თავის გუნდს „მანჩესტერ სიტიდან“ ერლინგ ჰალანდის შეძენაში. კერძოდ, ინგლისელი ფეხბურთელი დაბეჯითებით ურჩევს ნორვეგიელ თავდამსხმელს, კარიერა „რეალში“ გააგრძელოს. ადრე ბელინგემი და ჰალანდი „დორტმუნდში“ თანაგუნდელები იყვნენ.

ადრე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „რეალს“ აქვს შესაძლებლობა, ადეკვატურ ფასად შეიძინოს „მანჩესტერ სიტიდან“ ჰალანდი, რადგან ნორვეგიელის კონტრაქტში არის პუნქტი გამოსყიდვის შესახებ და თანხის ოდენობა არაინგლისური კლუბებისთვის გაცილებით დაბალია – დაახლოებით 100 მილიონი ევრო.

ცნობილია, რომ ერლინგ ჰალანდს აქვს სახლი მარბელიაში, სადაც ზაფხულში რეგულარულად ატარებს დროს.