ბელინდა ბენჩიჩმა 2015 წლის შემდეგ პირველი ტურნირი მოიგო

00:43, 24.02.2019

შვეიცარიელი ჩოგბურთელი ბელინდა ბენჩიჩი დუბაიში „პრემიერ“ (Premier) კატეგორიის ტურნირის გამარჯვებული გახდა. ფინალში მან მეორე ნომრად განთესილ პეტრა კვიტოვას სამ სეტში, ანგარიშით – 6:3, 1:6, 6:2 მოუგო. შეხვედრა საათი და 43 წუთი გრძელდებოდა.

ბენჩიჩმა ცხრა ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ხუთი შანსი გამოიყენა, კვიტოვას ექვსი ბრეიკ-პოინტი და ოთხი ბრეიკი ჰქონდა.

21 წლის ბენჩიჩმა კარიერაში მესამე ტიტული მოიგო. მისი ბოლო ტრიუმფი 2015 წლით თარიღდებოდა. დუბაიში მან ტოპ10-ის სამი წევრი – სიმონა ჰალეპი, ელინა სვიტოლინა და პეტრა კვიტოვა დაამარცხა.

კვიტოვამ ამ სეზონში მესამე ტურნირის ფინალში ითამაშა. მანამდე მან სიდნეის ტურნირი მოიგო, ხოლო ავსტრალიის ღიაზე ნაომი ოსაკასთან გადამწყვეტი მატჩი წააგო.

მსგავსი