ბელგრადული დერბი კორონავირუსის ახალი აფეთქების მიზეზი გახდა
ბელგრადული დერბი კორონავირუსის ახალი აფეთქების მიზეზი გახდა

სერბეთის თასის ნახევარფინალი „პარტიზანსა“ და „ცრვენა ზვეზდას“ შორის კორონავირუსის ახალი აფეთქების მიზეზი გახდა მონტენეგროში, – დაწერა სააგენტო „ბლიკმა” (Blic).

ორი კვირის წინ, მონტენეგროში გამოაცხადეს, რომ ქვეყანაში აღარ იყო COVID-19-ით დაინფიცირების შემთხვევები, მაგრამ ახლა სიტუაცია გაუარესდა.

ქალაქ პოდგორიცას კლინიკური ცენტრის დირექტორმა ევტო ერაკოვიჩმა ცხრა „იმპორტირებული“ შემთხვევის შესახებ გამოაცხადა და მოსახლეობა უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა. ცხრა ახალი შემთხვევიდან შვიდში ფიგურირებენ მონტენეგროელები, რომლებიც გასულ კვირას ბელგრადში დერბიზე დასასწრებად გაემგზავრნენ. მაშინ მატჩს ტრიბუნებიდან 16 ათასი მაყურებელი ადევნებდა თვალს.

„ცხადია, რომ ამ მატჩზე დასწრება გახდა დღევანდელი სიტუაციის მიზეზი. უახლოეს დღეებში ველოდებით უფრო მეტ ახალ შემთხვევას,“ – განაცხადა ერაკოვიჩმა.