ბელგრადში სტუდენტური მოძრაობის ორგანიზებით მასშტაბური აქცია იმართება [ვიდეო]
ბელგრადში სტუდენტური მოძრაობის მიერ ორგანიზებული მასშტაბური აქცია იმართება, სახელწოდებით „გამარჯვება გვიხმობს“.
აქციას სერბეთის სხვადასხვა კუთხიდან ჩასული სტუდენტები და მოქალაქეები შეუერთდნენ. მათმა ნაწილმა დედაქალაქამდე მისასვლელად ფეხით რამდენიმე დღე იარა.
კვირას დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში სტუდენტები საკუთარი კანდიდატებით იღებენ მონაწილეობას და ალექსანდრ ვუჩიჩის მმართველ პარტიას უპირისპირდებიან.
აქციაში ათასობით ადამიანი მონაწილეობს. დემონსტრანტებს ხელში სერბეთის დროშები უჭირავთ, სკანდირებენ სხვადასხვა ლოზუნგს და მღერიან.
მანამდე სერბეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ ნიშში ვუჩიჩის ათასობით მხარდამჭერი შეიკრიბა. აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ვუჩიჩმა რწმენა გამოთქვა, რომ „სერბეთის პროგრესული პარტია“ კვირას დაგეგმილ არჩევნებში გაიმარჯვებს.
ცნობისთვის, სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 25 ოქტომბერს გაიმართება.