ბელგრადში ჰაერის დაბინძურების შემცირების მოთხოვნით აქცია გაიმართა
ბელგრადში ჰაერის დაბინძურების შემცირების მოთხოვნით აქცია გაიმართა

ჰაერის დაბინძურების შემცირების მოთხოვნით, ბელგრადში საპროტესტო აქცია გაიმართა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

სერბეთის დედაქალაქში ორი ათასამდე ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და მთავრობას მრეწველობით გამოწვეული ჰაერის დაბინძურების შემცირებისთვის მეტი ქმედებებისკენ მოუწოდა.

დემონსტრანტებმა ინგლისურ-ავსტრიული კომპანიის, „რიო ტინტოს“ მიერ ლითიუმის მაღაროს მშენებლობა დაგმეს, რომელიც, მათი აზრით, ჰაერის კიდევ უფრო დაბინძურებას გამოიწვევს.

კომპანია „რიო ტინტომ“ მიმდინარე წელს 2,4 მილიარდი ევრო გამოყო სერბეთში ლითიუმის მოსაპოვებლად.

გაერო-ს 2019 წლის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურება სერბეთში ყოველწლიურად ექვს ათასზე მეტი ადმიანის სიკვდილის მიზეზია.

სერბეთის მთავრობამ, ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებისთვის, ბოლო წლებში საკუთარი სამთო რესურესბის უცხოურ კომპანიებზე გაყიდვა დაიწყო. ადგილობრივი მცხოვრებლები კი, მთავრობის გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოდიან და აფრთხილებენ, რომ მადნის მოპოვება გარემოს კიდევ უფრო დაბინძურებას გამოიწვევს.