ბელგრადში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა

01:30, 02.06.2025

ბელგრადში ანტისამთავრობო აქციები გრძელდება. ასობით მომიტინგე ქალაქის ერთ-ერთ მთავარ საგზაო კვანძზე – გაზელაზე შეიკრიბა.

როგორც „როიტერი“ წერს, დემონსტრაცია სტუდენტების ორგანიზებით მოეწყო. ისინი ნოვი სადში სადგურის სახურავის ჩამონგრევის საქმეზე პასუხისმგებელ პირთა დასჯას მოითხოვენ.

დემონსტრანტები მედიასთან საუბრისას აცხადებენ, რომ ისინი სამართლიანობას მოითხოვენ და მთავრობას „არაბუნებრივად, კორუმპირებულად და ბოროტად“ აფასებენ. ამასთან, აქციის მონაწილეები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ.

სადგურის განახლებული სახურავი პირველ ნოემბერს ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. საპროტესტო აქციის მონაწილეები და ოპოზიცია მომხდარს პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის მთავრობაში კორუფციას და არასათანადო მართვას უკავშირებენ.

მსგავსი