ბელგიურმა კლუბებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ბელგიისა და ნიდერლანდების ჩემპიონატების გაერთიანებას #1TVSPORT
ბელგიურმა კლუბებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ბელგიისა და ნიდერლანდების ჩემპიონატების გაერთიანებას #1TVSPORT

ბელგიის 25-მა პროფესიულმა კლუბმა მხარი დაუჭირა ბელგიური ლიგა ჟიუპილეს შერწყმას ნიდერლანდურ ერედივიზიონთან, რის შედეგადაც შეიქმნება ერთობლივი ტურნირი სახელწოდებით – ბენელიგა (BeNeliga).

ბელგიის პროფესიულმა ლიგამ გამოაცხადა, რომ ამ ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ბელგიისა და ნიდერლანდების ჩემპიონატების შერწყმის შესახებ „პრინციპულ შეთანხმებას“.

ამგვარ გაერთიანებაზე უკვე დიდი ხანია მიდის მსჯელობა ბელგიისა და ნიდერლანდების კლუბებს შორის, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამ იდეის მიმართ ასეთი მხარდაჭერა გამოხატეს.

„ეს ამბიციები უკავშირდება როგორც მსხვილი კლუბების სპორტული ამბიციების პატივისცემას, ასევე ეკონომიკურ სტაბილურობას სხვა პროფესიული კლუბებისთვის. 25 გუნდი ერთ აზრზეა – მათ სურთ ბენელიგას შანსი მისცენ“, – წერია გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“.

ახალი ტურნირის დეტალებსა და ფორმატის შესახებ არაფერს წერენ.

დატოვე კომენტარი