ბელგიური გამოცემის ინფორმაცია არ გამართლდა - ჩაკვეტაძე „გენტთან“ ერთად კვიპროსშია [ვიდეო] #1TVSPORT
ბელგიური გამოცემის ინფორმაცია არ გამართლდა - ჩაკვეტაძე „გენტთან“ ერთად კვიპროსშია [ვიდეო] #1TVSPORT

არ გამართლდა ბელგიური გამოცემა voetbalnieuws-ის ვარაუდი, რომ გიორგი ჩაკვეტაძე „გენტს“ კონფერენს ლიგის მომავალ შეხვედრაში არ დაეხმარება. 25 ნოემბერს, გიორგი ჩაკვეტაძის „გენტი“ კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე შეხვედრას თემურ ქეცბაიას „ანორთოსისთან“ კვიპროსზე გამართავს, გიორგი კი გუნდთან ერთად კუნძულზე გაემგზავრა.

შეგახსენებთ, რომ ავტორიტეტული გამოცემა ამტკიცებდა, თითქოს „გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰაინ ვანჰეზებრუკმა საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი არ დაასახელა იმ 21 მოთამაშეს შორის, რომლებიც კონფერენს ლიგაზე „ანორთოსისთან“ ითამაშებენ.

voetbalnieuws ასევე წერდა, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს ტრავმა არ აქვს, მაგრამ სათანადო ფიზიკურ კონდიციებში არ იყო და „გენტის“ მწვრთნელმა სათამაშოდ ამიტომ არ წაიყვანა. თუმცა აღმოჩნდა, რომ 22 წლის ქართველი ფეხბურთელის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, კვიპროსში მატჩისწინა ვარჯიშში მონაწილეობდა და შესაძლოა, ქეცბაიას „ანორთოსისის“ წინააღმდეგ ითამაშოს.

 

Посмотреть эту публикацию в Instagram

 

Публикация от KAA Gent (@kaagent)

კონფერენს ლიგის ჯგუფში ბელგიური კლუბი 10 ქულით ერთპიროვნული ლიდერია და ჯგუფიდან გასულია. მას კვიპროსზე მოგება სჭირდება, პირველი ადგილი ბელგრადის „პარტიზანს“ რომ არ დაუთმოს. პირველ აგილზე გასული გუნდი ევროპალიგის 1/8 ფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებს, ხოლო მეორადგილოსანი – კონფერენსლიგის 1/16 ფინალში.