ბელგიური გამოცემა - მიქაუტაძე საფრანგეთშიც წარმატებით თამაშობს [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის მე-15 ტურში, „პარიზთან“ მატჩის გმირი გახდა – „მეცმა“ სტუმრად 4:1 მოიგო, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა კი ჰეთ თრიკი შეასრულა, რომელსაც ფრანგული და ბელგიური გამოცემები გამოეხმაურნენ.

Walfoot

შესანიშნავად ითამაშა ბელგიური „სერენის“ ყოფილმა თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ, რომელიც „მეცს“ „პარიზთან“ მოგებაში დაეხმარა. „მეცი“ საფრანგეთის ლიგა 1-ში გადასვლას ცდილობს. გუნდმა მოიგო ზედიზედ მეორე მატჩი. მიქაუტაძემ, რომელიც ახლა უკვე ფრანგულ კლუბშიც წარმატებით თამაშობს, ჰეთ-თრიკი შეასრულა და ამ სეზონში მეშვიდე გოლი გაიტანა. მისი გუნდი მე-8 ადგილზეა და მიზნისკენ წარმატებით მიიწევს.

Lequipe

ლიგა 2-ის მე-15 ტურში გიორგი მიქაუტაძემ „პარიზთან“ ჰეთ თრიკი შეასრულა. ქართველმა მე-11 წუთზე გახსნა ანგარიში თერთმეტმეტრიანიდან, შემდეგ კი უპირატესობა გააორმაგა, ხოლო მატჩის ბოლოს შესანიშნავი კონტრიერიში გოლით დაასრულა. ეს 22 წლის მიქაუტაძის ფრანგულ კარიერაში პირველი ჰეთ თრიკია, საერთო ჯამში კი მან უკვე 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა.