ბელგიური გამოცემა - ჩაკვეტაძის ფანებს ჯერაც სჯერათ, მაგრამ, შესაძლოა, „გენტი“ დატოვოს #1TVSPORT
ბელგიური გამოცემა - ჩაკვეტაძის ფანებს ჯერაც სჯერათ, მაგრამ, შესაძლოა, „გენტი“ დატოვოს #1TVSPORT

შესაძლოა, გიორგი ჩაკვეტაძემ „გენტი“ დატოვოს, – ინფორმაციას ავტორიტეტული ბელგიური გამოცემა voetbalnieuws ავრცელებს:

ვანჰეზებრუკმა „გენტის“ ფანები გააღიზიანა

უნიონთან“, „სერენთან“ და „კორტრეიკთან” მატჩების შემდეგ „გენტი“ სანაკრებო პაუზაზე კარგ ხასიათზე ვერ გავიდა. შემდეგ გუნდმა „ზულტე ვარეგემთან“ მოიგო და ვალდებულია „სტანდარტთან“ შეხვედრაც ასევე ჩაატაროს.

ჰაინ ვანჰეზებრუკმა ახლახან გამოაცხადა იმ 21 მოთამაშის სია, რომლებიც კონფერენს ლიგაზე „ანორთოსისთან“ ითამაშებს. თუმცა ერთი გარემოება მაინც იქცევს ყურადღებას, რადგან გიორგი ჩაკვეტაძე იქ ისევ არ არის. თუმცა ვანჰეზებრუკის თქმით, მიზეზი ტრავმები არაა, ორი კვირის წინ 22 წლის ქართველმა ერთი საათი ითამაშა.

მანამდე გაირკვა, რომ ჩაკვეტაძის ფიზიკური მდგომარეობა ჯერ კიდევ არაა იდეალური. იმის შემდეგ, როდესაც „ანტვერპენთან“ წითელი ბარათით გააძევეს, ქართველ ფლეიმეიკერსიუნიონთან“ არ უთამაშია. ახლა ვანჰეზებრუკს ისევ არ აქვს მისთვის შემადგენლობაში ადგილი.

ისტორიის დასასრული?

გელამკო არენაზე“ ბევრ გულშემატკივარს ჯერ კიდევ სჯერა ჩაკვეტაძის პოტენციალის, რომელიც აქ ოთხი წლის წინ მოვიდა, როგორც გამორჩეულად ნიჭიერი მოთამაშე და თავიდან თითქოს გაამართლა ეს მოლოდინი. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, ჩაკვეტაძე მწვრთნელის უახლოესს გეგმებში არ ჯდება. ვინ იცის, შესაძლოა, წასვლა ნაკრებში 13-ჯერ ნათამაშებ ქართველ ფეხბურთელსაც სურს, რომელსაც კონტრაქტი 2023 წელს ეწურება“, – წერს ბელგიური გამოცემა.