ბელგიური გამოცემა ჩაკვეტაძეზე - შესაძლოა, პანდემია მას წაადგა კიდეც
ბელგიური გამოცემა ჩაკვეტაძეზე - შესაძლოა, პანდემია მას წაადგა კიდეც

ბელგიურმა გამოცემა „ვოეტბალკრანტ“-მა (voetbalkrant.com) გიორგი ჩაკვეტაძე იმ მოთამაშეებში დააასახელა, რომლებსაც ახალ სეზონში შეუძლიათ გაიბრწყინონ.

გამოცემამ წერილი იმ ნიჭიერ ფეხბურთელებს მიუძღვნა, რომლებსაც ბელგიის ჩემპიონატის ბოლო სეზონი ტრავმის გამო გაუცდათ ან ცოტა შეხვედრა ჩაატარეს.

„დასრულებული სეზონი ზოგიერთი ფეხბურთელისთვის ისეთი უიღბლო იყო, ცდილობენ სწრაფად დაივიწყონ,” – წერს გამოცემა.

ამ სიაში ასევე მოხვდნენ „გენკის“ ავსტრალიელი მეკარე დენი ვუკოვიჩი, „ანტვერპენის“ ცენტრალური მცველი ჯუნიორ პიუსი და „ანდერლეხტის“ ახალგაზრდა ფორვარდი ლანდრი დიმატა.

„გიორგი ჩაკვეტაძემ დასრულებულ სეზონში „გენტის“ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთხელ ითამაშა, ხოლო ორჯერ – შეცვლაზე. ჩაკვეტაძეს მუხლის ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციის გრძელი გზა ჰქონდა გასავლელი. ქართველი პლეი-ოფის თამაშებისას დაბრუნდა. შეწყვეტილი ჩემპიონატის უპირატესობა ისაა, რომ შესაძლოა, ქართველმა ლეგიონერმა გუნდთან ერთად ახალი ჩემპიონატი სავსე ენერგიით დაიწყო. ვინ იცის, იქნებ, ახალი სეზონში სწორედ ჩაკვეტაძემ და სხვა დაბრუნებულებმა გაიბრწყინონ,“ – ვკითხულობთ სტატიაში.